კახა კალაძემ, მოადგილეებთან ერთად, ლილოს დასახლებაში მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა | 09.02.2024

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეებთან, ერთად, ლილოს დასახლებაში,  მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. თბილისის მერიის ინფორმაციით სამუშაოების შედეგად, რომელიც 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაირგო 1 846 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი,6 152 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. დედაქალაქის მერის განცხადებით, დასახლებაში რამდენიმე წლის წინ საცურაო აუზიც აშენდა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა.