უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპა | 02.02.2024

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. რუსი ოკუპანტების აგრესიას ზურაბ წიკლაურის და გოჩა ჟვანიას სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართველი მებროლები აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.

“ქართული ლეგიონის” ინფორმაციით,  გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური უკრაინაში, “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან იბრძოდნენ.ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.