ოლიგარქი ახლა პარტიას ერთპიროვნულად მართავს და ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს – ოპოზიცია | 02.02.2024

ვინ მიიღო გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ სამთავრობო ცვლილებების შესახებ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ცვლილებების ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მათი თქმით, ოლიგარქი ახლა პარტიას ერთპიროვნულად მართავს და ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის სასაცილოა „ოცნების“ წევრების განცხადებები ღარიბაშვილის და კობახიძის საკუთარი ნებით გადადგომის შესახებ.

„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ სამთავრობო ცვლილებები მმართველ გუნდს გააძლიერებს, ოპოზიციის საარჩევნო შანსებს კი კიდევ უფრო შეამცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ მე-8 ყრილობა გუშინ გაიმართა. დელეგატებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭოსთვის ივანიშვილის მიერ წარდგენილი კობახიძე აირჩიეს, პარტიის თავმჯდომარედ კი ირაკლი ღარიბაშვილი. ყრილობაზე სიტყვით არ გამოსულა ბიძინა ივანიშვილი.