პრორუსული რადიკალური ჯგუფების საქმიანობა საქართველოში და ფინანსური მონიტორინგი | 02.02.2024

პრორუსული რადიკალური ჯგუფების საქმიანობა საქართველოში და ფინანსური მონიტორინგი – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 8-თვიანი კვლევის შედეგები წარადგინა. ორგანიზაციის მკვლევარები აცხადებენ, რომ მთავარი ტენდენცია, რაც ამ ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა, ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებია, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ხელისუფლების რიტორიკასთან.  მათი თქმით , კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების დაფინანსება შემცირებულია.

კვლევაში ასევე საუბარია 5 ივლისის მოვლენებზეც. მესამე სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას დააკავოს ის ადამიანები, რომლებიც მედიაზე ძალადობენ.