თვრამეტმეტრიანი ავტობუსები დღეიდან დიდი დიღმიდან თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ | 31.01.2024

დღეიდან 9 ერთეული თვრამეტმეტრიანი ავტობუსი დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს.  დედაქალაქის მერიაში ამბობენ რომ  18-მეტრიანი ავტობუსების ნაკადის შემოსვლა დეკემბერში დაიწყო, 50 ერთეული უკვე თბილისშია და მიმდინარეობს მათი მომზადება ხაზზე გასასვლელად. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება.