სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს -ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრიუსელში | 30.01.2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე იმყოფება. ჭიაბერაშვილმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს.