ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში იწყებს ფრენებს | 29.01.2024

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში იწყებს ფრენებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები 2 აპრილიდან დაიწყება. ფრენები კვირაში სამი სიხშირით – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ georgian Airways თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით და ასევე, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულევბით დაფრინავს.