ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას | 26.01.2024

საქართველომ და სომხეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ ხელი მოაწერეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა სომხეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ სომხეთთან სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს. ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას.

თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. პრემიერმა ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, – ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე ოქტომბერში წარადგინა.

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვია. აეროპორტში მას ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.