„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრების შეხვედრა ახალგაზრდებთან | 26.01.2024

„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. გიორგი ვაშაძის თქმით, 20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა 50%-ზე მეტია, რის გამოც მათი დიდი ნაწილი ქვეყნიდან გარბის. მისივე თქმით, ამ ფონზე, ბოლო პერიოდში რუსეთი დატოვა 500-ზე მეტმა კომპანიამ, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისინი ქართულ ბაზარზე შემოეყვანა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „გამარჯვების პლატფორმა“ ამ კომპანიებს საქართველოში შემოიყვანს.