“ოცნება“ ემზადება ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციას და ე.წ. დიპფეიკებს – ბუჩუკური | 24.01.2024

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პროვოკაციებისთვის და ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება. ყოფილი პრემიერის პარტია “ოცნებიდან” გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იგეგმება დიპ ფეიკი ვიდეოების დამზადება. რაც იმას ნიშნავს რომ ეს არის მონტაჟის და გრაფიკული დამუშავების შედეგად მიღებული ვიდეო, სადაც შეიძლება ადამიანი ისეთ რამეზე საუბრობდეს, ან ისეთ მოქმედებას ასრულებდეს, რაც არასდროს უთქვამს და არ გაუკეთებია.