მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა | 24.01.2024

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ადვოკატის, ზვიად კორძაძის განმარტებით, სარჩელი კალაძის მიერ ხაზარაძეზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელიც ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავია. ადვოკატის თქმით, ისინი თბილისის მერისგან ამ განცხადების საჯარო უარყოფას მოითხოვენ.

კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე “ლელოს” ლიდერებს “ხანდაზმული თაღლითები” , ხაზარაძეს კი “ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭი” უწოდა.