გამოცხადდეს მორატორიუმი ადამიანების საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე – ამ ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოება გუშინ კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოდის. ინიციატივის ავტორები პროცესების გადავადებას იქამდე ითხოვენ ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება. მათი თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს აქტი, რითაც მორატორიუმი გამოცხადდება, მანამდე კი უახლოეს დღეებში დაგეგმილ გამოსახლებებსაც გააპროტესტებენ.