საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდა გადაუდებელი აუცილებლობაა – სტოლტენბერგი | 23.01.2024

ნატო-მ მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ღირებულების 155მმ–იანი საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესახებ კონტრაქტს მოაწერა ხელი. აქედან ნაწილი უკრაინას გადაეცემა.
კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გაამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კონტრაქტის შედეგად მიღებული ჭურვებით ასობით ათასი ათასი გასროლა იქნება შესაძლებელი, და ეს საბრძოლო მასალა ნატოს წევრ ქვეყნებზე გადანაწილდება უკრაინაში გასაგზავნად, ან მათი ამოწურული მარაგების შესავსებად.