პარტია “საქართველოსთვის” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებაზე და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების – პროკურატურის საქმიანობის ანგარიში. ექსპრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ელიტური ოჯახები სულ უფრო მეტად მდიდრდებიან, საქართველოს პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობას. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტს წლებია არ განუხილავს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში.