პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” უპირობო გამარჯვებაში დარწმუნებულია. დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ნერვიულობენ რადგან დღეს, რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60 პროცენტს აიღებდა. პრემიერის დავოსში არც ოპონენტების ლანძღვა დავიწყებია და მათ “ლუზერები”, “ხელმოცარულები” და უსუსურები უწოდა. მისი თქმით, დღეს არსებობს ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა“, როგორიცაა, „მაგალითად ხაზარაძის ან სხვა პატარა ლუზერების“ გაერთიანება.