ჩემი ვიდეო მიჭრა-მოჭრა, იმის ერთი ადგილიც არ ჰქონდა… – კალაძე ისევ ხაზარაძეს უპირისპირდება | 18.01.2024

“იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე “ლელო – საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ, 17 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კახა კალაძის ვიდეოს. საუბარია ძველ ვიდეოზე, რომელშიც კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს აქებს.

17 იანვარს კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მამუკა ხაზარაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ის “ბინძურ საქმეებს აკეთებდა” და “სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო”. მამუკა ხაზარაძე ეს ვიდეო სწორედ კალაძის განმცხადების შემდერგ განათავსა სოციალურ ქსელში და იქვე დაანონსა, რომ თბილისის მერს სასამართლოში უჩივლებს.