მარნეულში “ლელოს” ახალი ოფისი გაიხსნა. ოპოზიციური პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემებსა და საჭიროებებს შესაბამისი ყურადღება უნდა დაეთმოს. პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მარნეულში გახსნილ ახალ ოფისს აგი მუსტაფაევი უხელმძღვანელებს, რომელიც შეეცდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარტიის გეგმებისა და მიზნების გაცნობას.