ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერებს პატარა, მშიშარა ბიჭებს უწოდებს და ივანიშვილს ისევ დებატებში იწვევს. ამის შესახებ გახარია ვიდეოში საუბრობს, რომელიც საკუთარ ფეისბუკგვერდზე განათავსა. მისი თქმით, „ოცნების“ წევრებს ბიძინა ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული და დეტალებში აქვთ მოყოლილი როგორ იმართებოდა ქვეყანა არაფორმალურად. გახარია ივანიშვილს ნებისმიერ არხზე და ნებისმიერ ფორმატში პირისპირ დებატებს სთავაზობს.