ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა | 17.01.2024

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ასევე ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის – მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა გამართა კომპანია “კო-ჰოლდინგის” აღმასრულებელ თავმჯდომარესთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე – ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ბოლო წლებში საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.