ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის შეხვედრები საქართველოში | 17.01.2024

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფის შეხვედრები საქართველოში დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. როგორც მესამე სექტორში ამბობენ შეხვედრაზე პრემიერ ღარიბაშვილის სამთავრობო თვითმფრინავის ამბავზე და ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის საკითხზე ისაუბრეს.

რიჩარდ ნეფის შეხვდა საქართველოს ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელთან, რაჟდენ კუპრაშვილთან გაგრძელდა. ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს.

შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფრომაციით შალვა პაპუაშვილი რიჩარდ ნეფს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.