ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს | 15.01.2024

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ოკუპირებული ახმაჯი, ახალგორის მოსაზღვრედ მდებარეობს და იქ საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული. ამჟამად, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.