მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს ოპოზიცია აკრიტიკებს | 15.01.2024

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართვას. მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს ოპოზიცია აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა ჩინეთთან კარგია, თუმცა, ეს შეხვედრები საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხის ქვეშ აყენებს, და რამაც შესაძლოა მეგობარ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობები დააზიანოს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე. ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.