სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ბოლო მოხსენებით 6 თებერვალს წარდგება | 12.01.2024
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, პარლამენტში ბოლო მოხსენებით 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, მათ უკვე აქვთ პრეზიდენტისგან თანხმობა, რომ ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე მივა.