„გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშივლის დებატებში გამოწვევას. ამჯერადაც, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ნაცვლად გახარიას ოცნების ლიდერები პასუხობენ. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში გახარიას ხუთსიტყვიანი ანეკდოტი, ხელმოცარული, 2-პროცენტიანი და ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი უწოდა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამავე განცხადებაში ყოფილ პრემიერმინისტრს რამდენიმე ბრალდებას უყენებს. კობახიძის მტკიცებით, გახარია კლუბ ბასიანში თვითნებურად შევარდა, შემდეგ კი პარტიას კლუბში “ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება” არ წარუდგინა. კობახიძის ბრალდებითვე, გახარია 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით მოქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშივლი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა, საჯაროდ ჯერჯერობით არ ჩანს. ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ივანიშვილი დებატებში მას შემდეგ გამოიწვია, როდესაც 30 დეკემბერს გამართულ “ქართული ოცნების” ყრილობაზე ივანიშვილმა გახარიას მოღალატე უწოდა.