„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასაბლეის შვედეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო. ოპოზიციური პარტია პარტნიორებს გრძელვადიანი მისიის გამოგზავნის თხოვნით მიმართავს და არჩევნების გაყალბების რისკებზე მიუთითებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იყოს და მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან სწორედ ამას ემსახურება.