სააკაშვილის ინიციატივით, ირპენიდან საქართველოში ჩამოყვანილი ბავშვებ ყვარელში მის სახლს ეწვივნენ | 05.01.2024

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ირპენიდან საქართველოში ჩამოყვანილი ბავშვები, დღეს, ყვარელში მესამე პრეზიდენტის სახლს ეწვივნენ. მათ სააკაშვილის ვენახებიც დაათვალიერეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ამ ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ შეეცადნენ უკრაინელ ბავშვებს რამდენიმე დღე მაინც გაეტარებინათ ომის გარეშე. მათივე თქმით, სააკაშვილის ინიციატივა კარგი და დროულია ომით დაზარალებული ბავშვებისთვის.