დღეს, ილია მეორე იუბილარია. პატრიარქი 91 წლის გახდა. პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ პოლიტიკოსები. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იმედს უღვივებს თითოეულ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ და ამხნევებს მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმაა.
პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავენ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ პატრიარქის მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში.