გუდაური-კობის მონაკვეთზე, თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო შეზღუდვები დაწესდა | 04.01.2024

გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ დროისათვის თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით.