ოლიგარქის პოლიტიკაში მესამედ მოსვლასთან დაკავშირებით იდენტურ განცხადებებს აკეთებენ ივანიშვილის თანაგუნდელები. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს მეტ კონსოლიდაციას მმართველ პარტიასა და მთლიანად საზოგადოებაში. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა ახლა უკვე ფორმალური ლიდერის დღევანდელი გზავნილები გაიმეორეს და თქვეს, რომ განადგურებული ოპოზიციის პირობებში „ქართული ოცნებისთვის“ მართლაც არსებობს გარკვეული საფრთხეები.