უკრაინამ წელს პირველად აღნიშნა შობა 25 დეკემბერს 7 იანვრის ნაცვლად | 25.12.2023

უკრაინამ წელს პირველად აღნიშნა შობა 25 დეკემბერს 7 იანვრის ნაცვლად. შობის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინელებს გამარჯვება უსურვა.

“შობა არის დღესასწაული, რომელიც ავსებს გულებს სინათლით, რომელიც ყოველთვის გვაძლევს იმედს. უკვე მეორე წელია, ჩვენ მას სხვა ფორმაში, სხვა განზომილებაში ვხვდებით. ეს არის შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. შობა განსხვავებული განწყობით, კონტექსტით და არომატით,
ოჯახური ვახშამი სახლში არ არის ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივ იყო. იმიტომ, რომ ყველა არ ვართ სახლში და ყველას არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძები დევს მაგიდაზე, არამედ ის, თუ ვინ ზის მაგიდასთან და რა ძვირფასია მათი გვერდით ყოფნა. ღამეები შობის წინ, ყველაზე გრძელი ღამეებია. მაგრამ ხვალიდან დღე უკვე იწყებს გაზრდას, სინათლე იწყებს გამარჯვებას. სინათლე ძლიერდება და ნაბიჯ–ნაბიჯ, დღითი დღე, სიბნელე უკან იხევს. ბოლოს და ბოლოს, სიბნელე მარცხდება, ბოროტება მარცხდება. დღეს ეს ჩვენი საერთო მიზანია, საერთო ოცნება. და სწორედ ამისთვის ვლოცულობთ დღეს ყველა ერთად. ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მისვლას, მშვიდობიან შობას, მშვიდობიან წელს და ვეტყვით ერთმანეთს: “ქრისტე იშვა!”, – ვოლოდიმირ ზელენსკი.