ხმაური იყო გორის საკრებულოში, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ 80-მილიონიანი ბიუჯეტი ხელისუფლებამ საკუთარ გარემოცვასა და ინტერესებს მოარგო. ბიუჯეტის მიხედვით, 10%-ით იზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, მერის ხელფასი 6 665 ლარი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარის კი 6 123 ლარი. ბიუჯეტს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომას ესწრებოდა გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც.