ცვლილებები “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში | 22.12.2023

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 20-დან 15 მდე მცირდება. პოლიტსაბჭოს წევრები აღარ იქნებიან ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, და ყოფილი ჯანდავის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. “ქართული ოცნება” 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს და პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.