ნაციონალური მოძრაობის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად გურიაში, პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადება იყო. პარტიის ლიდერების თქმით, შეხვედრები გაგრძელდება და ხვალ აჭარაში პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.