გთავაზობთ პოლიტიკური ერთობის კომიტეტის შექმნას – მინდა, თქვენთან ერთად ვითათბირო – სააკაშვილი | 20.12.2023

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.  როგორც სააკაშვილმა თქვა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის გზით ახალი იდეების გენერატორი იქნება. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ  პოლიტიკურ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. პოლიტიკური განცხადებები ექსპრეზიდენტმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელზეც 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა.