ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთის გადაცემის საკითხი 28 დეკემბერს განიხილება | 20.12.2023

Telegram არხის, RESPUBLICA-ს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავს. ინფორმაცია ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის განხილვის განახლების შესახებ მანამდე კიდევ ერთმა Telegram არხმა, ужная газета-მ გაავრცელა და დაწერა, რომ აფხაზეთის  ე.წ ხელისუფლებას ე.წ შეთანხმების დამტკიცება ახალ წლამდე სურს. როგორც Эхокавказа წერს, ბიჭვინთის აგარაკების საკითხის გააქტიურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრა რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ მოძრაობასთან “ჩვენი პიცუნდა”, რომელიც რუსეთისთვის აგარაკების გადაცემას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.