ევროპულ საბჭოში ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ პირველი შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დანაპირებს გაფართოების მიმართულებით. მან საქართველოს შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ევროპაა და ევროპას სურს საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს.