საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს. რადგან იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რატომ თქვა წარსულში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ფრაზა – არა და არასდროს.
ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილს ჰკითხეს მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზეც, რაზეც პრეზიდენტმა ასევე კონკრეტიკის გარეშე უპასუხა.