დღეს გაბედულობა ან ბრიუსელში იქნება, ან მოსკოვში – ზელენსკის მიმართვა ბრიუსელის სამიტს | 14.12.2023

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ლიდერს ვიდეო ბმულით მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს,  „არ უღალატონ ევროპულ მისწრაფებებს“. მისი თქმით, კიევმა შეასრულა „საშინაო დავალება“ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. „დღეს გაბედულობა ან ბრიუსელში იქნება, ან მოსკოვში“ , – სწორედ ამ სიტყვებით მიმართა რუსეთთან ომში მყოფმა ქვეყნის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს.

“დღეს დღეა, როდესაც გაბედულობა ან ბრიუსელში იქნება ან მოსკოვში. ხალხი ევროპაში ვერ გაიგებს თუ ბრიუსელში შეხვედრის “ჯილდოდ” პუტინის კმაყოფილი ღიმილი გახდება. ეს დღე ჩვენს ისტორიაში შევა, ჩვენთვის კარგია თუ ცუდი, ისტორია ყველაფერს ჩაიწერს. ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ქმედება და უმოქმედობა, ვინ რისთვის იბრძოდაძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა არ ჩავარდეს გაურკვევლობაში. დღეს არავის სურს ევროპა არასაიმედოდ ჩაითვალოს, ან ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მოამზადადღეს ერთ რამეს გთხოვთარ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ. თუ არავის სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს სარგებელს, თუ მოსკოვი ბრიუსელიდან პასს მიიღებს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით. მკაფიო გრაფიკი იყო ევროკავშირისთვისდღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების დღეა იმის საპასუხოდ, თუ რას მივაღწიეთ. საუბარია უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, ხოლო მომავალი წლის მარტშიწინ წასაწევად მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებაზე… გასულ წელს უკრაინამ მკაფიო რეკომენდაციები მიიღო თუ როგორ წაიწიოს წინ. საკვანძო კანონები მივიღეთ. თქვენ ყველამხაზს ვუსვამ: ყველამკარგად იცით, რომ ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.