ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. რეზოლუციას მხარი 468 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა იყო 99 ევროდეპუტატი ხოლო , -58-მა, თავი შეიკავა.
დოკუმენტის პროექტში ასევე წერია რომ ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და ქვეყნის პოლიტიკის ცვლილებას კოსოვოს მიმართ.
რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ორბანის განცხადებები ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს, ხოლო 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ პოტენციალური უარყოფითი შედეგები შესაძლოა იქონიოს.
რეზოლუციის მიღებამდე კი სტრასბურგში დებატები გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტიც ესწრებოდა.