პოლიტიკური განცხადებები ბოლო საშემოდგომო სესიაზე | 12.12.2023

ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს პარლამნეტში დეპუტატებს შორის განხილვის მთავარი თემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს დადებითი მოლოდინები აქვთ ამ საკითხზე ურთიერთბრალდებები მაინც ისმოდა.

გარდა ამისა, პოლიტიკურმა მხარეებმა განცხადებები გააკეთეს გალში თემურ კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებითაც. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ რომ, ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს, რადგან ასე რომ არ იყოს, მმართველ გუნდს დაწყებული ექნებოდა მსჯელობა ჩვენს ტერიტორიაზე ქართველების მოკვლის ფაქტებზე. უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ რუსეთზე ლაპარაკი მტრობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგენტების კანონის თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ხალხის ძალის” ლიდერმა ისაუბრა. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების ფინანსური კონტროლისთვის კანონს იღებს ევროკავშირიც. ხუნდაძე ამბობს, რომ ჩაგდებული კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია და მისი მიღების საჭიროებებს გაუსვა ხაზი.