პარტია “ლელოს“ წევრი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე სპეციალურ ბირიფნგიზე აცხადებს რომ მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება გამოიწვევს სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას, გართულებული შემთხვევების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის ზრდას, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ქვეყნიდან გადინებას, სამშობიარო დაწესებულებების დახურვას, სამედიცინო პერსონალის შორის უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდას, ორსულებს შეეზღუდება ექიმის არჩევანის შესაძლებლობა. მისივე თქმით, აგრეთვე გაჩნდება „black/grey თანხები“, მეანის და სამეანო ბრიგადის დახმარების ჰონორარის არაფორმალური გადახდა მოხდება, რაც „უკვე დაწყებულია“.