ბრიუსელში, დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. მინისტრებს სიტყვით მიმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.