პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის მარტში, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას | 08.12.2023

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ პუტინმა კრემლში სამამულო გმირებისთვის ოქროს ვარსკვლავის ჯილდოების გადაცემის ცერემონალის დასრულებისას განაცხადა. იმ დროს, როცა დაჯილდოებულები პუტინს გარს შემოეხვივნენ, ერთ–ერთმა დაჯილოდებულმა, დონეცკის ეგრეთწოდებული სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, პოდპოლკოვნიგმა არტიომ ჟოგამ პუტინს მიმართა თხოვნით, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, რაზეც პუტინი დათანხმდა.