საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი და არაერთი ოლიმპიადისა თუ ჩემპიონატის პრიზიორი ლუკა კურტანიძე, ამბობს, რომ ფედერაციის ყრილობაზე არ შეუშვეს. კურტანიძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ სულ მცირე, როგორც მსოფლიო ჩემპიონს, „ალბათ, ჰქონდა უფლება, სტუმრის სტატუსით მაინც“ დასწრებულიყო ყრილობას, თუმცა იგი არ შეუშვეს და „დამამცირებლად მოექცნენ“.
“იმის ღირსი მაინც ვიყავი ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ…. იმდენი ადამიანის წინაშე მაინც /არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა მეტი არაფერი…/ თუმცა…. ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ… და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი შემდეგ დაუძახა გენ მდივანს და… ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა / ასე უფრო მეტად რბილად ავღნიშნავ/ დავიბენი… რადგან არ ველოდი… შემრცხვა… ძალიან დავმცირდი…. !ძალიან მეტკინა… რაღაც ვთქვი… და წამოვედი…! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული… დიახ თქვენიდან ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქმდე ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა ….მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც… სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია…. მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი … ალბათ ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის ❤️ ისე განვიცადე ეს უსამართლობა რომ ახლა ვასწორებ ჩემს დაბნეულ და არეულ აზრს…. მაპატიეთ… უბრალოდ ბოლოს ვიტყვი მე ვღებულობ გეგა გეგეშიძიდან დღეს ჭიდაობის ფედერააციის პრეზიდენტისგან მისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას….! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე… მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ…. ვერ მივიღებ რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაწყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი ვიდრე გაიგო ….მაგრამ არ გამოვიდა… მე ვიღებ ამ გამოწვევას!” – წერს ლუკა კურტანიძე.