დაკავება ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე | 30.11.2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები. ბრალდებულმა მოსასმენ მოწყობილობებში განათავსა სიმბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი მოქმედებები კონფიდენციალურობის დაცვით, დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ ჩაატარა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია. მას 4-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.