ცვლილებები ენმ-ში – გადადგომის მოთხოვნის ფონზე, ლევან ხაბეიშვილი პოლიტსაბჭოს აფართოებს | 29.11.2023

ნაციონალურ მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარის გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ფონზე, “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ საბჭოს აფართოებს.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოს 20 მდე ადამიანი დაემატა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ამ ადამიანებს შორის არიან ისინი ვინც ძველი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იყვნენ და არიან ახალი სახეებიც:
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად შემდეგ ყრილობაზე გაფორმდება. ხაბეიშვილმა ძველი პოლიტიკური საბჭოს წევრებსაც მიმართა, ყველამ მოაწეროს ხელი ერთობის მანიფესტს, “დაივიწყონ ყველანაირი პირადული” და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად, იბრძოლონ ერთად.