ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე- “ოცნებისა“ და ოპოზიციის დაპირისპირება | 24.11.2023

ხმაური იყო დღეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკულ შეკითხვებს მოჰყვა, რომელიც ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტს უკავშირდებოდა. ოპოზიციონერი დეპუტატები მუნიციპალიტეტში მიმდინარე დაუსრულებელ პროექტებზე საუბრობდნენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ.

კადრებში ჩანს, რომ ხელჩართული დაპირისპირების ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სოლომონ ბაჯელიძეს „ოცნების“ დეეპუტატებმა ხელი ჰკრეს. ამის შემდეგ დაპირისპირებაში სხვებიც ჩაერთნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც. სიტუაციის გამწვავების გამო, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.