ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ twitter-ზე გამოეხმაურა პრეზიდენტის თქმით კიდევ ერთხელ, ევროპა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს.
“მადლობა ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომელთა წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მუდმივი ოკუპაციის ქვეშ”, – წერს პრეზიდენტი.