დღეს ეკლესიის სიტყვიერი დევნა მიმდინარეობს – მეუფე შიო | 23.11.2023

პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას თქვა, რომ დღეს ეკლესიის სიტყვიერი დევნა მიმდინარეობს. მისი თქმით, ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა, ცილისწამება, რომელიც სასულიერო პირების მისამართით, საჯარო სივრცეში ისმის.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო მსახურება სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლინა.

ქართული ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ – 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავს. დღევანდელი დღე საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.