“ლელოს” 9-პუნქტიანი სტრატეგია – “საქართველოს დაცვის აქტი” | 20.11.2023

პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე “ანტირუსული სტრატეგია” წარადგინა, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება. მისი თქმით, “საქართველოს დაცვის აქტი” მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებას, პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რუსული ფონდებისა და სატელევიზიო არხების აკრძალვას და არა მხოლოდ. საგანგებო ბრიფინგზე „ლელოს“ ლიდერმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კომფორტს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს და ქართველ ხალხს. პარტია 9-პუნქტიან გეგმას ხვალ პარლამენტში დაარეგისტრირებს.